უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვლადიმირ პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
"თუ რუსეთს მართლა სურს მშვიდობა, შეწყვიტოს ცეცხლი დაუყოვნებლივ.
რა საჭიროა 8 მაისამდე მოცდა? თუ უკვე ცეცხლის შეწყვეტა და სიჩუმის ნებისმიერი 30 დღით შენარჩუნება შესაძლებელია – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა აღლუმთან დაკავშირებული ჟესტი". – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის მინიმუმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა, გამარჯვების დღის მე-80 წლისთავისთვის 8-დან 11 მაისამდე "ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა.
რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს.