ჩინეთმა 28 აპრილს განაცხადა, რომ მიესალმება ნებისმიერ ზომას, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს და იმედოვნებს, რომ მხარეები თავშეკავებას გამოიჩენენ.
ინდოეთის შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, 28 აპრილს ქაშმირის პროვინციის საზღვარზე პაკისტანის ტერიტორიიდან დაწყებულ მცირე სროლას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ინდოეთი უსაფრთხოების ძალები ქაშმირში ფართომასშტაბიან სამძებრო ოპერაცია ჩაატარეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, შემოწმდა 1 000-მდე სახლი და დაიკითხა 500 მოქალაქე.
ინდური მხარის მტკიცებით, თავდასხმაში მონაწილე ორი პირი პაკისტანელია, თუმცა ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.
პაკისტანის არმიის მტკიცებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში 54 ისლამისტი მებრძოლი მოკლა, რომლებიც პაკისტანში ავღანეთის საზღვრიდან ცდილობდნენ შეღწევას.
"ქაშმირის წინააღმდეგობის მოძრაობა", რომელმაც თავდაპირველად თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, პლატფორმა X-ზე წერს, რომ მათი თავდაპირველი განცხადება კიბერთავდასხმის შედეგი იყო და 22 აპრილის თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.
მანამდე, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქაშმირის პროვინციაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ნეიტრალურ გამოძიება მოითხოვა.
"პაკისტანი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ნეიტრალურ გამომძიებელთან, რათა სიმართლე დადგინდეს და აღსრულდეს სამართალი". - განაცხადა მოჰსინ ნაკვიმ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, "პაკისტანი მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთაშორისო ნორმების ერთგული რჩება, თუმცა საკუთარ სუვერენიტეტთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე არ წავა".
პერიოდული სროლა ქაშმირის პროვინციის საზღვარზე უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.





