წინასწარი ინფორმაციით, [კიევზე იერიშში] რუსებმა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ჩვენი სპეცსამსახურები ამოწმებენ ყველა დეტალს.
თუ დადასტურდა, რომ ეს რაკეტა ჩრდილოეთ კორეული წარმოებისაა, ეს რუსეთისა და ფხენიანის კავშირის კრიმინალური ბუნების შესახებ კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება.
ისინი ერთად კლავენ ადამიანებს და ანადგურებენ სიცოცხლეს - სწორედ ეს არის მათი თანამშრომლობის ერთადერთი არსი. რუსეთი მუდმივად იყენებს ასეთ იარაღს - რაკეტებს, არტილერიას. სანაცვლოდ კი ფხენიანმა მიიღო შესაძლებლობა, რომ რეალურ საომარი პირობებში თავისი იარაღი კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახადოს





