აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში პაპი ფრანცისკეს საპატივცემულოდ დროშები ნახევრად დაეშვება.
ამის შესახებ ტრამპმა ჯერ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, მოგვიანებით კი თეთრი სახლის ტრადიციულ, სააღდგომო ღონისძიებაზე ილაპარაკა:
"ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვით პაპი ფრანცისკეს საპატივცემულოდ ჩვენი ქვეყნის დროშები ნახევრად დაეშვება".
მიმართვაში აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პაპი ფრანცისკე "იყო კარგი ადამიანი, ის ბევრს შრომობდა. უყვარდა მსოფლიო".
ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"მშვიდად განისვენე, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს ის და ყველა, ვისაც ის უყვარდა"!