რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა დონეცკის ოლქზე სამი დრონით იერიში მიიტანა

რუსეთმა დონეცკის ოლქზე სამი დრონით იერიში მიიტანა.

Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, თავდასხმა მოხალისე ევგენი ტკაჩოვის ავტომობილის სიახლოვეს მოხდა, რომელიც ზარიას დასახლებული პუნქტიდან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდა.

"სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტით ვისარგებლე და ვცდილობდი ზარიადან ხანდაზმული ადამიანები გამომეყვანა. მე პირველი გავედი, უკან ორი მანქანა მომყვებოდა. სამივე მანქანა თეთრი ლენტებით იყო. დონეცკის გზატკეცილზე გასვლამდე 50 მეტრით ადრე დავინახე დრონი, ჩავრთე საგანგებო შუქი, გადავედი მანქანიდან და ხელების ქნევით ვანიშნე, რომ მშვიდობიანი მოქალაქე ვიყავი, მიუხედავად ამისა, დრონი მანქანიდან ნახევარ მეტრში ჩამოვარდა". - აღნიშნა ტკაჩოვმა.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ქალი და ერთი მამაკაცი დაშავდა. 

მანამდე, 19 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი კომბინირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 4 კი დაშავდა,

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები