უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო ვიდეო გამოაქვეყნა.
"ბოროტებას აქვს თავისი საათი, ღმერთს აქვს თავისი დღე. ეს არის ერთ-ერთი აზრი, რომელიც ქრისტეს ისტორიას უდევს საფუძვლად. ადრე თუ გვიან ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1152 დღეა, ჩვენ ყველას ეს(ბოროტებაზე სიცოცხლის გამარჯვება) გვსურს. გვსურს ყოველდღიურად და განსაკუთრებულად დღეს, როდესაც ყველა ქრისტიანული კონფესიის უკრაინელი აღდგომას აღნიშნავს. ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის, ერთად ვლოცულობთ უკრაინისთვის.
დაე დასრულდეს ბოროტების საათი. მოვიდეს სიცოცხლის დღე. მშვიდობის დღე. უკრაინის დღე. დღე, რომელიც ასწლეულს უდრის. და ისევ ყველანი შევიკრიბებით ერთად, ერთ სუფრასთან, მშვიდობიან აღდგომას". – ამბობს ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტი.





