ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება

ვოლსკი: უვიზო მიმოსვლის შეჩერებით EU ყველაფერს გადახაზავს, მარიონეტული რეჟიმი სჭირდება

ევროპა ყველაფერს გადახაზავს უკვე, ყველა პრინციპს გადაუვლის ფეხით და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, 70-მდე ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან. ევროპა შეშინებულია მიგრაციის სერიოზული ზრდით. საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ, არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც EU-ს სურს, იმედი აქვს და გეგმა აქვს, რომ დაამყაროს სრული კონტროლი, მარიონეტული რეჟიმი სჭირდება საქართველოში.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომენტარები