სუმიში რუსული იერიშის შედეგად დრონი საკონდიტრო საწარმოს მოხვდა, რომელშიც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილ მელნიკი, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
სუმის ოლქის პროკურატურის ცნობით, თავდასხმის შედეგად 61 წლის მძღოლი დაიღუპა, რომელიც ნაწარმს წასაღებად ამზადებდა, 55 წლის თანამშრომელი ქალი კი დაშავდა.
"მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 61 წლის მძღოლი, რომელიც პროდუქტებს ტვირთავდა, საწარმოს 55 წლის თანამშრომელი ქალი კი დაშავდა. დაზიანდა პურ-ფუნთუშეულის ქარხნის შენობა და სატრანსპორტო საშუალებები". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ასევე იტყობინება, რომ რუსულმა მხარემ სუმის ოლქში საკონდიტრო პროდუქტების წარმოების მხრივ მოწინავე ქარხანაზე იერიში Герань-2-ის ტიპის დრონებით მიიტანა.
საწარმო ნაწილობრივ განადგურებულია.