რუსული რეჟიმი

ჭიჭინაძე კობახიძეს: პირისპირ შეძლებ ჩემთან იგივეს გამეორებას, რაც გუშინ იკადრე? არამგონია!

რა დღეში ჩაგიგდიათ თავი! სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება იმიტომ, რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია. ისე, წესით, ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ, გახსენებთ, გელათი გენგრევათ, 5 წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელათს ჭირს. სვეტიცხოველში ტაშტების შეყუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. ვისთვის იცლით? უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის!

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის, წინა მთავრობის დროს... ჩემო ირაკლი, ის, რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, კითხე, მაგ საქციელს რა ქვია. პირისპირ თუ აღმოვჩნდებით, შეძლებ ჩემთან იგივეს გამეორებას? არამგონია.

სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის წერილი საპატიმროდან.

კომენტარები