ახალი თეატრი

დაჭერილი კოლეგის მხარდაჭერისა და პროტესტის პარალელურად დავით დოიაშვილი მოხსნეს

დავით დოიაშვილი

რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდაჭერისა და პროტესტში აქტიური ჩართულობის პარალელურად, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს - ინფორმაციას ამის შესახებ სამთავრობო პროპაგანდა კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის" ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ." - წერია იმედის მიერ გავრცელებულ სამინისტროს განცხადებაში.

რეჟიმმა ახალი თეატრის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

დავით დოიაშვილი და ახალი თეატრის მსახიობები აქტიურად ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 23 იანვარს მათ მანიფესტი წარადგინეს, სადაც 23 დოიაშვილმა განაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გადიოდა.

კომენტარები