გერმანია

ბერლინის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პალიატიურ ექიმს, რომელიც 15 მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ბერლინის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ექიმს, რომელიც პალიატიური პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტების მომაკვდინებელი დოზის შეყვანაშია ეჭვმიტანილი. ექიმი 15 მკვლელობაშია ბრალდებული.

პროკურატურა ასევე მოითხოვს პროფესიული საქმიანობის სამუდამო აკრძალვას 40 წლის ექიმისთვის, რომელიც გასული წლის აგვისტოში დააკავეს.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული, რომელიც გერმანიის კონფიდენციალურობის კანონის შესაბამისად არ სახელდება, ბრალდებებს არ აღიარებს.

პალიატიური ექიმი თავდაპირველად 4 ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. პროკურორების თქმით, მან კვალის დასაფარად მსხვერპლთა ბინებში ხანძარი გააჩინა.

გამოძიების მიმდინარეობისას კი უფრო მეტი სავარაუდო მკვლელობა გამოვლინდა, მათ შორის, 2021 წელს ჩადენილი შემთხვევები, პროკურორების თქმით, ექიმის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.

პროკურატურის თანახმად, ექიმი ბრალდებულია პალიატიური პაციენტებისთვის, მათი თანხმობის გარეშე, ანესთეზიისა და კუნთების მომადუნებელი პრეპარატების გაკეთებაში იმ დროს, როდესაც პაციენტთა მდგომარეობა კრიტიკული არ იყო.

კომენტარები