15 აპრილის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე Искандер-М/KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 52 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანეს იერიში. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ აქედან 26 დრონის ჩამოგდება მოახერხა.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.
რუსეთის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები მილეროვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან, ხოლო ბალისტიკური რაკეტა კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს.
უკრაინის ძალების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმის და დონეცკის ოლქები დაზარალდნენ.





