რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ კურსკის ოლქზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანა

ტელეგრამ არხებზე გავრცელებული კადრები, რომლებშიც იერიშების შედეგები ჩანს

უკრაინელებმა კურსკის ოლქზე კამიკაძე დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმაში 100-ზე მეტი დრონი მონაწილეობდა.

იერიშების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. რუსული მედიების ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ცხრა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, დაღუპული 85 წლის ქალია.

კურსკის ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დრონების ჩამოვარდნის ადგილებზე აღმოაჩინეს ფოლადის ბურთულები, რომლებითაც აფეთქების შემდეგ დაზიანებები უფრო დამძიმდებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 15 აპრილის ღამეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 115 უკრაინული დრონი გაანადგურეს, აქედან 109 კურსკის ოლქში, 3 ვორონეჟის ოლქში, თითო-თითო კი ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში, ასევე "მოსკოვის რეგიონში". მათ არ დაუკონკრეტებიათ მოსკოვის რეგიონში მოსკოვის ოლქს გულისხმობდნენ თუ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას.

 

კომენტარები