თბილისში შსს-ს პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში, შსს-მ ბრალდებულების პირადი და ავტომანაქანის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ განთავსებული ნივთმტკიცება, ალფა პვპ, მეთადონი და ბუპრენორფინი ამოიღეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ს.კ, წარსულში ნასამართლები და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1973 წელს დაბადებული კ.ხ, და წარსულში ნასამართლევები, 1992 წელს დაბადებული რ.ა, და 1990 წელს დაბადებული დ.ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ, მეთადონი და ბუპრენორფინი.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, 18 260-ე მუხლის მე-5, 19-260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით დაიწყო". - წერია შსს-ს განცხადებაში.





