რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზურაბიშვილი: დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა

ბზობის კვირას, მაშინ როცა უკრაინელები მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილები, რუსეთმა სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

დღეს ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა.

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის X-ზე.

13 აპრილის დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

კომენტარები