ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის.
გვაქვს სირთულეები ძირითადად, ორი მიმართულებით, ერთი ეს არის PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეორე არის ვენეციის კომისია, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სამართლებრივ პრინციპებს.
ყველა სხვა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში





