ნარკოდანაშაული

ნარკოტიკების გასაღებას Telegram-ით ცდილობდა – შსს-მ 1 პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

"ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ო.გ. დავაკავეთ. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - ტელეგრამის გამოყენებით ცდილობდა.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები