რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტით და 46 დრონით მიიტანა იერიში

7 აპრილის საღამოს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე Искандер-М ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 46 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის შაჰედის ტიპის დრონით მიიტანეს იერიში. 46 დრონიდან 40-მა მიზანს ვერ მიაღწია.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის სამხედრო ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 31 რუსული დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები.

არსებული მონაცემებით, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა კურსკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუშვა, ხოლო დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან.

კომენტარები