თბილისის მერია

8 აპრილიდან, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით არ იმუშავებს - მერია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მერიის ცნობით, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. მერია მიზეზად "ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაოებს" ასახელებს.  

"საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია ლაიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები