ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცლებს, სადაც ქართული ოცნების "ახალ რეპრესიულ ინსტრუმენტებს" აკრიტიკებს, მათ შორის ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ "ფარას" და ოცნების მიერ დაანონსებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას.
"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონითა და ინიციატივებით, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საშუალებას იძლევა.
ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას, რადგან ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას, ანგრევს სამოქალაქო სივრცეს და პოლიტიკურ პლურალიზმს" - წერია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში
27 მარტს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და "მისი სატელიტი პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.





