ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.32 თეთრით. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7623 ლარია, ერთი ევროსი - 2.9816 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.80 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი 3 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





