ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები და მე ვიცი, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მე-13 წელია ამ ბრძოლაშია, რა თქმა უნდა, თავის პარტიული დღის წესრიგითაც... მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ რეალურად, სამწუხაროდ, ეს ერთობა, რომელსაც ჩვენ 5 თვის მანძილზე ხელს ვუწყობდით, ვერ შედგა ამ ეტაპზე და ამიტომ, ჩემი აზრით, ამ სიყალბის შეთავაზებამ თავისი რესურსი ამოწურა. თუმცა, თუ იქნება საგარეო ფრონტზე, მაგალითად, რაღაც მცდელობა იმის, რომ კვლავ ერთიანი წერილი გაიგზავნოს, თუ ერთიან ფორმატში წარვდგეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც რამდენიმე დღეშია - რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ბრძოლა თუ უნდა გადავიდეს ახალ ფაზაში, მან ასევე უნდა შეიძინოს განსხვავებული ფორმა და ფაქტია, რომ ეს ვერ მოხდება, ჩემი აზრით, იმ ფორმატში, რა ფორმატიც მორიგ ჯერზე და მერამდენედ დაანონსდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რუსთაველის გამზირზე.
tbl.ge/74w1
დაკოპირდა

ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში სალომე ზურაბიშვილის სიტყვა აქციაზე.
ამავე თემაზე
- წინააღმდეგობის პლატფორმა: პოზიცია უცვლელია - მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს
- სანქციები, არჩევნები, პოლიტპატიმრები - წინააღმდეგობის პლატფორმა ვაიმარის ლიდერებს მიმართავს
- ზურაბიშვილი: უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ნდობით
- პლატფორმა: ძალა, რომელიც პროვოკაციებს აწყობს მოქალაქეების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმია
- ცუცქირიძე წინააღმდეგობის პლატფორმაზე: ჩვენი მოტივაცია წინააღმდეგობის გაძლიერებაა




