წინააღმდეგობის პლატფორმა

წინააღმდეგობის პლატფორმა: პოზიცია უცვლელია - მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს

მინდა, გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ რა არის წინააღმდეგობის პლატფორმის ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ - ეს პოზიცია უცვლელია. ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები.

ეს არის მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება, მეორე მოთხოვნასთან ერთად, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. [...] როგორ მივაღწევთ არჩევნებს - ეს არის რეჟიმის რყევა, რომელიც გრძელდება, ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით.

კომენტარები