ჩვენთვის მთავარი მოტივაცია არის წინააღმდეგობის გაძლიერება და ქართული ოცნების ჩამოცილება ძალაუფლების იმ ბერკეტებიდან, რომელიც ჯერ კიდევ გააჩნია. მას უზურპირებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები [...] იმ სიტუაციაში ვართ, რომ უმცირესობა, ძალიან მცირე პოლიტიკური ჯგუფი მთელ საზოგადოებაზე დიქტატის დამყარებასა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ცდილობს.
ამიტომ, ჩვენი ამოცანა წინააღმდეგობაში ჩვენი წვლილის შეტანაა. ეს პლატფორმა ერთ-ერთი ის შესაძლებლობაა, რაც ამის რესურსს იძლევა. ყველა იმ მაგიდასთან ვიქნებით, სადაც ამ წინააღმდეგობის გაძლიერების გულწრფელ სურვილს დავინახავთ [...] ვართ ამ პლატფორმაში და იმ საკითხებზე ვმუშაობთ, სადაც საერთო ენას ვპოულობთ. კოორდინაციაში ვართ, იქნება ეს დაგეგმვა, ერთობლივი მუშაობა თუ რაიმე სხვა.