გარკვეულწილად, ეს ის რეაგირებაა, რაც MEGOBARI აქტს მოჰყვა. თუმცა, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საბჭოთა წარსული ხიბლავს, სადაც ქვეყანას ერთი პარტია მართავდა, სიახლე ნამდვილად არაა. ამას უნარი და განხორციელება სჭირდება და დაველოდებით, ამის უნარი რამდენად აღმოაჩნდებათ, იმიტომ, რომ წინააღმდეგობას გავწევთ, იმისთვის, რომ საქართველო არ დაბრუნდეს იმ საბჭოთა წარსულში, სადაც ივანიშვილს სურს, რომ ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა
აქუბარდია: ივანიშვილს საბჭოთა წარსული ხიბლავს, სადაც ქვეყანას ერთი პარტია მართავდა
tbl.ge/74r2
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებას გახარია-საქართველოსთვის წევრი, თეონა აქუბარდია.
27 მარტს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და "მისი სატელიტი პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.
ამავე თემაზე
- შეიძლება შეივსოს ეს სია - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე
- საია: საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე
- პარტიების აკრძალვის სარჩელის განმხილველი მოსამართლე ენმ-ის დროს პროკურორი იყო
- გამოქვეყნდა კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც რეჟიმი პარტიების აკრძალვას ითხოვს
- კობახიძე: ლელო რომ შემოსულიყო პარლამენტში, მათი ამოღებაც მოგვიწევდა სარჩელიდან




