ლარი დოლართან 0.27 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.63 თეთრით. 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7712 ლარია, ერთი ევროსი - 2.9865 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი 3 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





