რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 117 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს იერიში

26 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 117 შაჰედის ტიპის დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვადასხვა ტიპის იმიტაციური დრონით მიიტანეს იერიში. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 56 დრონის ჩამოგდება მოახერხა, ხოლო 48-მა თავის მიზანს ვერ მიაღწია.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

რუსეთის თავდასმის შედეგად დაზარალდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქები.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, ზენიტური სარაკეტო ქვედანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები და მობილური საარტილერიო ჯგუფები, რომლებიც უკრაინის საჰაერო ძალებსა და თავდაცვის ძალებს ეკუთვნის.

კომენტარები