თბილისის მერია

თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში საზღვრების აღმნიშვნელი აბრების განახლება იგეგმება

კალაძე თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში საზღვრების აღმნიშვნელი აბრების განახლებას გეგმავს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე, განახლებული, მათ შესაცველად უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ კონკურსი და მასში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ" - თქვა კალაძემ. 

კომენტარები