დმიტრი პესკოვი

პესკოვი: საუდის არაბეთში აშშ და რუსეთი შავი ზღვის ინიციატივაზე ილაპარაკებენ

კრემლის პერსსპიკერი დმიტრი პესკოვი  
კრემლი  

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც პესკოვი ამბობს, მხარეები შეხვედრაზე ე.წ. შავი ზღვის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც შავ ზღვაში სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილებას გულისხმობს. პრესსპიკერის თქმით, პუტინს დაუყონებლივ შეატყობინებენ ერ-რიადში მოლაპარაკებების შედეგებს.

გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს არ გაუუქმებია ბრძანება შეწყდეს იერიშები ენერგეტიკის ობიექტებზე. პესკოვის აზრით, შეთანხმებას უკრაინის შეიარაღებული ძალები არღვევს.

"აშშ-ს ეძლევა შესაძლებლობა თვალი ადევნოს ენერგოსტრუქტურაზე ცეცხლის არ მიტანის შეთანხმების დარღვევას და თავად გააკეთოს დასკვნები". – თქვა პესკოვმა.

რუსეთისა და აშშ-ს ბოლო შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშები შეწყდება, თუმცა განცხადებიდან ერთ დღეში რუსეთმა იერიშის მიიტანა უკრაინის რკინიგზის ელექტრო სადგურზე.

კომენტარები