შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული გ.გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შსს-ს თანამშრომლების მიერ რამდენჯერმე განახორციელდა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე კონკრეტული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და "ალფა პვპ"
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.