ისრაელი-ჰამასის ომი

მედია: ეგვიპტის პრეზიდენტი დროებით ღაზიდან მილიონამდე ადამიანის მიღებაზეა თანახმა

აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ

ლიბანური გაზეთი Al-Akhbar იუწყება, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ სხვა არაბ ლიდერებს აცნობა, რომ ის მზადაა, ღაზას სექტორის აღდგენის პროცესში, სინაის ჩრდილოეთ ნაწილში, სპეციალურად გამოყოფილ ქალაქში ნახევარი მილიონი ღაზაში მცოხვრები პალესტინელი დროებით დაასახლოს.

ამის განსახორციელებლად საჭირო იქნება სინაისა და ღაზას სექტორის შორის სასაზღვრო გადასასვლელების გახსნა მათთვის, ვისაც სურს ტერიტორიის დატოვება.

ლიბანური გაზეთის ცნობით, აღნიშნული განცხადებები ბოლო კვირების განმავლობაში საუდის არაბეთსა და კატარში არაბი ლიდერების შეხვედრების დროს გაკეთდა.

კომენტარები