აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე, ჯონ რობერტსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფედერალური მოსამართლის იმპიჩმენტის მოთხოვნისთვის აკრიტიკებს.
ტრამპმა საჯაროდ მოითხოვა ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, ჯეიმს ბოუსბერგის იმპიჩმენტი მას შემდეგ, რაც მოსამართლემ განკარგულება გამოსცა, რითაც პრეზიდენტს დაახლოებით 250 სავარაუდო Tren de Aragua ბანდის წევრების დეპორტაცია დაუშალა.
"ორ საუკუნეზე მეტია, რაც დამკვიდრდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაზე არდათანხმების შემთხვევაში იმპიჩმენტი სათანადო რეაქცია არ არის. ამ მიზეზით არსებობს ნორმალური სააპელაციო განხილვის პროცესი" – თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსმა.
15 მარტს აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ გამოსცა განკარგულება, რომელიც ადმინისტრაციას ორი თვითმფრინავის შემობრუნებას ავალდებულებდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ვენესუელელი ბანდის წევრები გადაჰყავდა.
თუმცა, გამოცემა Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 15 მარტს გამოცემული სასამართლო განკარგულება უგულებელყო.
გამოცემასთან ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ განკარგულების გამოცემის დროს თვითმფრინავები უკვე საერთაშორისო წყლების თავზე იმყოფებოდა, შესაბამისად, წესები მათზე აღარ ვრცელდებოდა.
მეორე მაღალჩინოსანმა ტრამპის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ ტრამპს მოსამართლის ბრძანება არ დაურღვევია, რადგან განკარგულება ზედმეტად გვიან გამოიცა იმისთვის, რომ თვითმფრინავებს კურსი შეეცვალა: "ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ აქტიურად არ ვუპირისპირდებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს". - დაამატა მან.