რეჟიმის პატიმრები

სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რაც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს გულისხმობს. 

დღევანდელ სხდომაზე, თემურ ქათამაძემ სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ქათამაძის განცხადებით, ის ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა, როგორც მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში, ისე კლინიკა ვივამედში. ქათამაძემ სასამართლოს მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო სთხოვა. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ქათამაძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო. 

"მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და ვივამედის ადმინისტრაციის და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად კვების აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა ვივამედში და დავბრუნდი უკან მიგრაციის დეპარტამენტში ჩემი მკურნალობის მეორე დღეს.

კლინიკიდან წამოვიღე კვების 5 კონტეინერი, ჩემს ოთახში შევინახე , განთავსებული არის 116-ე ოთახში, მტკიცებულების სახით, რაც კლინიკაში არასათანადოდ მომაწოდეს და ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს ,მიზანმიმართულად.

აღნიშნულთან დაკავშირებით მარტის 17 რიცხვში პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და მოვითხოვე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით ჩემს მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება" - თქვა თემურ ქათამაძემ დღევანდელ სხომაზე.


თემურ ქათამაძე კლინიკა ვივამედში 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს. იმავე დღეს ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმებთან კონსულტაციის დღეს ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. 

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. 

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.

კომენტარები