როდესაც თქვენ რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას! - ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა, შეიძლება, უფრო მეტიც. ჩვეულებრივი წამქეზებლობის ფორმაა დანაშაულში, როდესაც მე თქვენ გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა თუ იმ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით. ანუ, ყველანაირი სახდელი, თუ სასჯელი სახელმწიფოში დაწესებულია იმისთვის, რომ პრევენცია - გამორიცხვა მოხდეს ხო? ამ რაღაც დანაშაულებრივი, თუ ადმინისტრაციული გადაცდომის სახით ქმედების. და ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, რომელიც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის, თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს. [...] როგორც ჩანს, პროკურატურამ იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობა შეისწავლოს, დააყადაღა (და შეაჩეროს ეს დანაშაულებრივი მოქმედება, რასაც ისინი ახორციელებდნენ), შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.
რუსული რეჟიმი
მდინარაძე ფონდებზე: როცა აშავებთ და გეუბნებიან, დააშავე, გადაგიხდი - არანაკლები მავნებლობაა
tbl.ge/747q
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძექართული ოცნებაივანიშვილის წარმომადგენელიევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაპროკურატურანანუკას ფონდისაპროტესტო აქციებირუსული რეჟიმი
ამავე თემაზე
- პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას აგრძელებს - საია
- მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებაა - DRI
- "შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ" - საკრებულოსთან პოლიციამ 10 მოქალაქე დააკავა
- ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
- პაპუაშვილი ოქრიაშვილზე: ეს არის ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანია ავტორიტეტების გაქრობა




