რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი ოქრიაშვილზე: ეს არის ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანია ავტორიტეტების გაქრობა

თავისთავად, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, მგონი უკვე ყველა კარგად ხედავს, რომ სიძულვილი, ზიზღის ენა, დაპირისპირება, ქიშპი არის ის, რასაც ცდილობენ, გარედან თავს მოგვახვიონ. ეს არის ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. სხვა მხრივ რახან ვერ მოგვერივნენ, აი, ეს არის, რომ შეეცადონ, დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. რასაც ჩვენ ვხედავთ, სიძულვილის ენის მხარდაჭერას გარედან, რასაც ვხედავთ, ამ წაქეზებას, სწორედ ამას უნდა აღუდგეს წინ სახელმწიფოც და საზოგადოებაც.

ეს კიდევ მეორე მიმართულებაა, როდესაც ცდილობენ, ავტორიტეტების შებღალვას, რომლის მიზანიც არის ასეთი და პერიოდულად ასეთ კამპანიებს ვხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები და მის მემკვიდრეობაზე, ახლა რატომღაც ნოდარ დუმბაძე ამოიღეს სამიზნედ. ზუსტად იმ ჩვენს საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, ვინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ერის შეკავშირებისთვის, ერის იდენტობის განსაზღვრისთვის, ჩვენი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ირჩევენ სამიზნეს.

ეს არ არის შემთხვევითი, როდესაც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ და, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დავინახოთ სწორედ ის მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, რომელიც საზოგადოებას აქვს, აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები. ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიანე. ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების თუ საამაყო წინაპრის.

ასე რომ, ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანი არის ავტორიტეტების გაქრობა და როდესაც ავტორიტეტი აღარ ჰყავს საზოგადოებას, როდესაც არ ჰყავს მისაბაძი მაგალითები და როდესაც მორღვეული აქვს ფუნდამენტი, შემდეგ რასა იუკნევიჩიანეს დონის ადამიანი წარმოჩნდება, როგორც მთავარ ავტორიტეტად და მას უნდა გაყვეს საზოგადოება. ეს არის ზუსტად ჩანაფიქრი და ამას უნდა აღვუდგეთ წინ.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები