პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR] ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი ბავშვის სარჩელი დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის წინააღმდეგ.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმე ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
"სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს. ასევე, სასამართლომ სკოლას დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით". - წერს ორგანიზაცია.





