მაღაზიის გაქურდვა

აშშ-ში ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიიდან 2 გველის გამოყენებით 400$-ის CBD ზეთი მოიპარეს

ტენესის შტატის ადგილობრივი მედია WREG წერს, რომ შტატის ერთ-ერთ ოლქში ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიიდან 2 გველის გამოყენებით 400$-ის ღირებულების CBD ზეთი მოიპარეს(CBD ზეთი კანაფის მცენარისგან მიიღება).

ტენესის შტატის მედისონის ოლქში, მაგისტრალზე სატვირთო მანქანების ერთ-ერთ გაჩერების ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ შეეშინდათ, როდესაც ოთხი ადამიანი, რომლებსაც 2 გველი ეჭირათ ხელში, მათ მაღაზიაში შევიდა.

მათივე თქმით, გველებით "შეიარაღებულმა" პირებმა დაახლოებით 400 აშშ დოლარის ღირებულების CBD ზეთი მოიპარეს. 

ადგილობრივი შერიფის ოფისის მიერ ამოღებული სათვალთვალო კამერების კადრებში ჩანს, რომ მამაკაცებს უჭირავთ გველები ხელში და მათ დახლზე ათავსებენ.

"მანქანა პირდაპირ კარის წინ გააჩერეს. ვფიქრობ, მათ მაღაზიის გასაძარცვად მოსვლა წინასწარ დაგეგმეს. გველი იარაღია, ხომ იცით? ისინი [გველებს] ჰაერში ატრიალებდნენ და დახლზე დებდნენ“ – თქვა მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კომენტარები