დონატელა ვერსაჩე მოდის სახლი VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს.
დონატელა შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს 28 წლის განმავლობაში იკავებდა, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კი VERSACE-ს ბრენდ ამბასადორი გახდება. დონატელა ვერსაჩე მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი მისი ძმის, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის შემდეგ გახდა.
"ჩემი ძმის, ჯანის მემკვიდრეობის ტარება უდიდესი პატივი იყო ჩემს ცხოვრებაში. ის იყო ნამდვილი გენიოსი, თუმცა ვიმედოვნებ, მეც მაქვს მისი სულისკვეთებისა და შეუპოვრობის ნაწილი მაინც. ჩემს ახალ ბრენდ ამბასდორის პოსტზე მე დავრჩები VERSACE-ს ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერად. VERSACE ჩემს დნმ-ში და ყოველთვის ჩემს გულშია" - თქვა მან.
თანამადებობაზე მას Miu Miu-ს ყოფილი დიზაინ დირექტორი, დარიო ვიტალი შეცვლის.





