რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თეთრი სახლის ცნობით, უოლცი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "რუს კოლეგას" ესაუბრა

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი
Economist

თეთრი სახლის პრესმდივნის კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, 12 მარტს პრეზიდენტი ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი ტელეფონით რუს "კოლეგას" უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, უოლცმა "რუს კოლეგასთან" საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მიღწეული წინადადება განიხილეს.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ წარმოადგენდა რუსეთს უოლცთან სატელეფონო საუბრისას, ვინაიდან რუსეთის მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა არ არსებობს.

კომენტარები