ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების ხარისხის ეროვნულმა საბჭომ ილიაუნის სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების ხარისხის ეროვნულმა საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ცნობისთვის, მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე განათლების ხარისხის ავტორიზაციის საბჭომ 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ სხდომაზე 1 წლიანი პირობითი ავტორიზაციის მინიჭების გადაწყვეტილება გამოიტანა.

ილიაუნის რექტორის, ნინო დობორჯინიძის თქმით, დღევანდელი სხდომა ორ საათს გაგრძელდა, ხოლო საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

"მოლოდინებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან წინა საბჭოსგან ფრუსტრირებულები ვიყავით. დღეს ორსაათ ნახევარი გაგრძელდა საბჭოს სხდომა.

ჩვენ ყველა კითხვაზე გავეცით ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა, რომ სრული ავტორიზაცია მიენიჭა ილიას უნივერსიტეტს ყოველგვარი წინაპირობების, რეკომენდაციების და მონიტორინგის გარეშე.

ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ჩვენთვის პრინციპულზე პრინციპული საკითხია." - თქვა ნინო დობორჯგინიძემ

კომენტარები