საქართველო-საფრანგეთი

პაპუაშვილი ჰადადზე: მოვუწოდებ, მიხედოს თავის ქვეყანას, სადაც აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა

ვხედავთ, რომ ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში. ის, რაც მათ სურთ დაინახონ, რასაც ისინი აქეზებენ და მხარს უჭერენ, უნდათ, რომ იყოს რეალობა. ქართველი ხალხი სინამდვილეს ხედავს მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა, სრულად გარედან წახალისებული ძალადობით, რადიკალიზმის ტალღა, რომელიც მათ სურთ დააორგანიზონ, ეს არ გამოდის.

საფრანგეთის მოქალაქეების 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%- სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში, ამიტომ ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარებით.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა "ფორმულასთან" საუბრისას 9 მარტს თქვა, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა საქართველოში.

კომენტარები