რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა, განადგურებულია 73 დრონი

Pravda.ua

9 მარტს რუსეთმა უკრაინაზე 119 უპილოტო საფრენი აპარატით მასიური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 73 დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 37 რუსული დრონი.

რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები ორელის, მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

დრონები ჩამოგდებულია ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები