რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში ერთ-ერთ მსხვილ ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

КИНЕФ
Neftegaz.ru

8 მარტის ღამეს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

მსხვილი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა კირიშინეფტეორგსინთეზი იგივე კინეფი ლენინგრადის ოლქში მდებარეობს.

რუსული მედიის მტკიცებით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იერიში მოიგერიეს, მაგრამ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ადგილზე ხანძარი მაინც გაჩნდა.

დრონების იერიშის გამო თითქმის ერთი საათის განმავლობაში პულკოვოს აეროპორტი გაჩერდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რამდენიმე აფეთქების ხმა 6:00 საათზე გაისმა.

უკრაინის მონაცემებით იერიშის შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი რეზერვუარი.

კინეფი სურგუტგაზნეფტის კომპანიის მფლობელობაშია. ქარხანა ნავთობის გადამუშავებით, ბენზინის, დიზელისა და მაზუთის წარმოებით არის ცნობილი და რუსეთის ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.

კომენტარები