საქართველოს პროკურატურის განცადებით, თბილისის მეტროში 2024 წლის 16 დეკემბერს ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ( ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.