აშშ-ში რუსეთის ელჩად ოფიციალურად ალექსანდრ დარჩიევი დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას ვლადიმირ პუტინმა ხელი 6 მარტს მოაწერა.
დარჩიევის წინამორბედი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ში რუსეთის ელჩის თანამდებობას 2024 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.
ელჩების სწრაფად დანიშვნის ინიციატივა 18 თებერვალს, აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში შემდგარი შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.
აქამდე დარჩიევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ ატლანტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
დარჩიევს სხვადასხვა დროს აშშ-ს საელჩოში ნამუშევარი აქვს. 1997-2002 და 2005-2010 წლებში იყო ელჩის მრჩეველი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



