საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერმა, მარინ ლე პენმა გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ.
"მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების სისასტიკე დაგმობას იმსახურებს. ეს უსამართლოა უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც პატრიოტულად იცავენ თავიანთ ქვეყანას [...] აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ვერავინ დაავალდებულებს, თუმცა, ვაშინგტონი ვალდებულია, რომ ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის, კიევს გონივრული ვადა მისცეს". - თქვა ლე პენმა.
ამასთან, ლე პენის შეფასებით, რომ იარაღის მიწოდება შესაძლებელია ჩანაცვლდეს, აშშ-ს დაზვერვის, ტექნოლოგიური და ციფრული მხარდაჭერის დაკარგვა კი უკრაინისთვის ბევრად უფრო კრიტიკული იქნება.
ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.





