დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი უკრაინის უცხოური ლეგიონის წევრი გახდა

ჯეკ ლოპრესტი
Befunky

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ჯეკ ლოპრესტი უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში ჩაეწერა.

ლოპრესტი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. გასულ წელს არჩევნებში ვერ გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ კიევში გაემგზავრება და პუტინის ინტერვენციის წინააღმდეგ იბრძოლებს.

პარლამენტში ყოფნისას ის ვოლოდიმირ ზელენსკის ღიად მხარს უჭერდა და რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის მეტი სახსრების გამოყოფას ადვოკატირებდა.

ამჟამად ლოპრესტი კიევში ცხოვრობს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობს და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს ხვდება.

ლოპრესტი უკრაინაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს

ლოპრესტი რეზერვის არმიის პოლკოვნიკია. ახლო წარსულში გამოცემა Independent-თან ინტერვიუში კონსერვატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა თქვა, რომ თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამის სამხედრო ნაწილს ეძებს.

კომენტარები