საქართველოს პარლამენტი

კალაძე: FARA გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი კონტროლირებადი და დანაშაულზე სსკ პასუხისგება იყოს

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგადაც ჩანს, როგორ აქვს გადგმული ფესვები
გლობალური ომის პარტიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლით, ვიგრძნობთ დიფ სთეითის დამარცხებას. შედეგად, ურთიერთობები დალაგდება და აღარ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყველა მათი განცხადება მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნისკენ. ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – რევოლუციების მცდელობები, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებები, პოლარიზაციის გაღვივებისთვის ტელევიზიების გამოყენება – ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდებოდა. ამიტომ, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოროტების მანქანა, რომელიც მოქმედებს წლების განმავლობაში და რაზეც ასეულობით მილიონია დახარჯული, მიზნად ისახავდა უსამშობლო ადამიანების ჩამოყალიბებას, აგენტურის სახით, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომაც, ზუსტად FARA-ს ანალოგი კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე იყოს სისხლის სამართლის პასუხისგება.

კომენტარები