ლარი დოლართან 0.27 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.44 თეთრით გაუფასურდა. 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8141 ლარია, ერთი ევროსი - 2.9542 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





