დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

ლანჩხუთის მერია: დიდთოვლობასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია

ლანჩხუთის მერიის განცხადებით, დიდთოვლობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედეს - საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომერებზე: 599 111 437; 591 19 23 66; 599 05 87 00.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს გზების გაწმენდა აცანა- მამათის, ორმეთის, ლესა-გულიანის, ჩოჩხათის, ქალაქის, ჩიბათის, შუხუთის, სუფსის მიმართულებით.

"ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, არჩეულის მოსახლეობას. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.

მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს". - წერს ლანჩხუთის მერია.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ისინი დახმარებას ითხოვენ და უყურადღებობაზე საუბრობენ.

მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდებათ შუქი და წყალი, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. გურიის სოფელებში არის მსხვერპლიც.

კომენტარები